სოფელი ზუმი

ზუმი მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, სენაკი-წალენჯიხის გზატკეცილის 52-ე კმ-ის გადასახვევზე სოფ. ხაბუმედან ხუთ კმ-ში; ზღვის დონიდან 342 მ სიმაღლის გავაკებულ ზეგანზე. რაიონის ცენტრი — დაბა ჩხოროწყუდან დაშორებულია 9 კმ-ით მდებარეობს

ზუმი შედარებით ახალგაზრდა სოფელია, სადაც ძირითადად იმერეთიდან და ქვემო სამეგრელოდან გაკულაკებას გამოქცეულ მემამულეთა გვარის მემკვიდრეები სახლობენ. აქ წარმოდგენილი ძირითადი გვარებია ფირცხალავები (ფირცხელავები), ლემონჯავები, სიჭინავები, შოგირაძეები, ბერაძეები, დადიანები (სია დასასრულებელია).

მოსაზღვრე სოფლებია: ხაბუმე, მუხური, ნაკიფუ, ულურია.

სოფლის მოსახლეობა შეადგენს 1680 სულს, 1045 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სოფელში არის ერთი საჯარო სკოლა და ერთი საბავშვო ბაღი. სოფელ ზუმში არის სოფლის ამბულატორია, ბიბლიოთეკა და სასოფლო კლუბი. სოფელში არის სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ამაღლების სახელობის მოქმედი ეკლესია.
ზუმის ფეისბუქ- გვერდი( ადმინისტრატორი გიორგი ნაჭყებია)



გიორგი ნაჭყებია- ზუმელი ახალგაზრდა ტელეფონით ხელში

ჩვენ ადრე გიორგი უკვე გაგაცანით, მაგრამ ახლა ახალი მიზეზი გვაქვს მის ფოტო და ვიდეოხელოვნებას კიდევ მოვუბრუნდეთ. როცა პირველად ეს სურათი ვნახე,მეგონა ეფექტი იყო დადებული და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ფოტოგრაფი ჩვეულობრივი ანდროიდით სარგებლობდა

გიორგი ნაჭყებიას რამდენიმე ეფექტური სურათი და სოფელი ზუმი

ჩვენ საიტთან თანამშრომლობით   ფეისბუქზე  ფუუნქციონირებს   სოფელ ზუმის გვერდი, რომელიც  ხშირად გვანებივრებს  ეფექტური ხედებით და  ვიდეოებით. გვერდის მთავარი  ადმინისტრატორი გიორგი ნაჭყებიაა. გადავწყვიტეთ ჩვენ საიტზეც დაგვედო  რამდენიმე ნიმუში .

ბერი მამა ბასილი ( ვასილ ფირცხელავა)

მამა ბასილი  ( ვასილ ფირცხელავა)  იმ წმინდანთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც სასულიერო მოღვაწეობა ბოლშევიკური რეჟიმის დროს გადაწყვიტა. დაიბადა 1923 წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში. დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო,  სწავლობდა, ზუგდიდში, წალენჯიხაში, წარჩინებით დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიული  ფაკულტეტი.  1954წლის  26 ივლისს ბეთანიის მონასტერში მივიდა. მისი სულიერი მოძღვარი გიორგი მხეიძე  იყო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ზუმი

სოფელ ზუმს აქვს თავისი ფეისბუქ–გვერდი, სადაც ადგილობრივები პერიოდულად საინტერესო სურათებს დებენ. იქიდან გადმოვაკოპირეთ ნაწილი და თუ რომელიმეს ავტორი არაა მითითებული, მოგვიტევეთ, შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებთ.