სოფელი ახუთი

სად მდებარეობს სოფელი ახუთი? სოფელი ახუთი დაბა ჩხოროწყუს აღმოსავლეთით. მდინარეების ზანასა და ოწყარიეს ხეობაში მდებარეობს.

მოსაზღვრე სოფლები: მას აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფლები ნოღა და ფოცხო, დასავლეთით – ქვედა ჩხოროწყუ, ჩრდილოეთით– დაბა ჩხოროწყუ და ნაკიანი, სამხრეტით სოფელი ლესიჭინე. სოფლის ზღვის დონიდან 180 მეტრზეა და დაბის ცენტრიდან 12 კილომეტრთ არის დაშორებული.

მოსახლეობა: სოფელ ახუთის მოსახელობა შეადგენს 2148 ადამიანს

სკოლები: ახუთის პირველი სკოლა ახუთის მეორე სკოლა

ისტორია: ეს იყო ჯაიანთა სამფლობელო და სოფელში რამდენიმე ისტორიული ნაგებობაცაა

რა შეიძლება ვნახო ახუთში? კუხალაშვილების ისტორიული ოდა, გოგორეთი, ლეგერსამე. ახუთის ზედა ნაწილიდან იშლება სოფლის ხედი

სოფელი ახუთი

ახუთი და ახუთელები

ვაგრძელებთ ვალერიან ახალიას წერილს “ახუთი და ახუთელები” წინა ნაწილი იხილეთ 1924წლის აჯანყება და ბოლშევიკური რეპრესიები 1924 წლის ცნობილი აჯანყების ერთ-ერთი მოთავე ახუთელი ვალოდია შუბლაძე იყო. იგი აჯანყების ჩხოროწყუს პარიტეტული კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდა. მისმა რაზმა დაიკავა ახუთი, გარახა და ჩხოროწყუში დაბანაკებულ ბოლშევიკებს შეუტია. აჯანყებულებს ძალაუფლება სულ რამდენიმე დღე ჰქონდათ. დამარცხების შემდეგ […]

სოფელი ახუთი ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი

ვალერიან ახალაია ახუთის და ახუთელების შესახებ

ახუთი საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი სოფელია. მდებარეობს მდინარეების ზანასა და ოწყარიეს ხეობაში ზღვის დონიდან 180 მეტრზე.

ეკლესიები და მონასტრები სოფელი ახუთი

ლეგერსამე- ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია

ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია “ლეგერსამეს” სახელითაა ცნობილი. ის მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება, მაგრამ მეცნიერთა ნაწილის აზრით, მეცხრე საუკუნის კვალს ეყრდნობა

სოფელი ახუთი

სოფელი ახუთი – ჩვენი პირველი სტუმრობა

სოფელი ახუთი ჯაიანთა სამფლობელო ყოფილა. აქ რამდენიმე ისტორიული ძეგლია, უმაგრესი მღვიმე და მშვენიერი ხედები  ლეგერსამე მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ერთნავიანი ბაზილიკარომან თოლორდავას ფოტოშედევრი. მე ვერ მოვახერხე გადაღება,მაგრამ ჩემი ჩხაკუნი რომანის ოსტატობასთან ახლოსაც ვერ გაივლის  ნაზოდელავოს მღვიმერომან თოლორდავას კიდევ ერთი კარგი ფოტო. ადგილზე კი დამატებითი ინფორმაცია კუხალაშვილების ოდა სურათის ავტორი რომან თოლორდავა. […]

სოფელი ახუთი

სოფელ ახუთში (მეორე ახუთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასფალტირებული საფარი 4კმ. მანძილზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 908 000 ლარს მოიცავს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი. სამუშაოებს ,,New Pasage” ასრულებს.

სოფელი ახუთი ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი

რკინის წიდები ქუარდილის გამოქვაბულიდან

რკინის წიდები ქუარდილის გამოქვაბულიდან (სოფელი ახუთი) საორიენტაციო დრო: ძ.წ მეშვიდე-მეექვსე საუკუნეები. ადასტურებს რკინის წარმოებას რეგიონში. ინახება ჩხოროწყუს მუზეუმში

მღვიმეები სოფელი ახუთი ტურიზმი

სავეკუოს მღვიმე ( სოფელი ახუთი)

კარსტული მღვიმე მდინარე ზანის ხეობის მარცხენა ფერდობზე, 230 მ სიმაღლეზე (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი). გამომუშავებულია ნეოგენური ასაკის კონგლომერატებსა და ქვიშაქვებში. მღვიმე სამსართულიანია, მთავარი (პირველი) დერეფნის სიგრძე 200 მ. სტალაქტიტური ნალექებით ღარიბია. გაედინება პატარა ნაკადული.

კულტურული მემკვიდრეობა სოფელი ახუთი

მერაბ კოსტავას ბიუსტი ახუთში

2016 წლის 22 თებერვალს, ქალაქ თბილისის ბინაში, დედით ჩემი სოფლელი და დედულეთში ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში მცხოვრები, ამავე რაიონის საკრებულოს თავჯდომარე ბესიკ ესებუა მესტუმრა. მან წარმოშობით ახუთელ ოლღა დემურიას შვილის, საქართველოს ეროვნული გმირის და მთაწმინდის პანთეონში ეროვნულ მოძრაობაში მისი თანამებრძოლის ზვიად გამსახურდიას გვერდით ბინადარის – მერაბ კოსტავას ბიუსტის, ახუთის ცენტრში […]

ისტორია ისტორიები საინტერესო ადამიანები სოფელი ახუთი

იტალიელი ჯალაღონიების თავგადასავალი

 რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა Giovanna Sacellini-მ  ახუთისა და ჩხოროწყუს შესახებ პოზიტიური კომენტარები დადო.   გაირკვა ის იყო ათანასე ჯალაღონიას შთამომავალი და გადავწყვიტე პირადი მიმოწერით დეტალები გამერკვია.   ყველაფერი კი იმაზე საინტერესო ისტორიით გაგრძელდა, ვიდრე ველოდი…..