მასქურის ბლოგი

თავისუფლების სახელით

თავისუფლების სახელით, ჩოხა გახადესო ქართველს. თავისუფლების სახელით, მკლავნი დააჭრეს მამულს. თავისუფლების სახელით, ქრისტე უარყოფილ ქართველს. თავისუფლების სახელით, ახლა გვიყიდიან მამულს. თავისუფლების სახელით, ”ბალახს” გვიდარებენ ღვინოს. თავისუფლების სახელით, ყვირის ჩვილის მკვლელი დედა. თავისუფლების სახელით, სიძვა სიყვარულად მზეობს. თავისუფლების სახელით ბილწსიტყვაობა კი ზნეობს. თავისუფლების სახელით, ვხედავ მოტყუებულ ქართველს, თავის უფლების სახელით უფლება […]

ძმებო მგოსნებო!

მე თქვენ მოგმართავთ, ძმებო, მგოსნებო! ქართულად წერეთ, ქართული ენით და იმეტყველეთ ყოვლად ქართველმა, ქართული სიტყვით, ქართული რწმენით. ღმერთების ენას – დიდ დედაენას, ანით ჰოემდე დიდებულს, ქებულს, უცხო სიტყვებით ლეწავ, მუსრს ავლებ. გგონია, აფრქვევ აზრებს, ვითომ ბრძნულს? არა და ვერა, არც გამოგივა სისხლით ნაკურთხი ენის დანგრევა. არა და ვერა, ვერ შეძლოთ, […]

მთვარის გაცილება

როცა გავაცილე მთვარე, ცაზე ვარსკვლავები გაჩნდა. და ამ მოწმენდილ ცაზე უცხო ვარსკვლავები ჩანდა. ფიქრი მოიტაცა ქარმა, ღრუბელს მიეფარა ღამე. შენი სიყვარულით ვიწვი, განა დავაშავე რამე? აი, დაჰკრა სხივმა ზეცით, ქარი ამოვარდა გიჟი. ღრუბლებს ერეკება, შავებს, მე კვლავ სიყვარულით ვიწვი. მთვარის გაცილება მახსოვს როგორ ჩამოწვა ბინდი. წლების მანძილზე მარტო შენსკენ ნაბიჯებს […]

თანაფა

კვერცხი გეგნაკერკელუ სკუაქ მუმაშ სასაფლას. ათნა მიოჩქ კანკალეს, მარდ დო მანგო თანაფას. ქირსექ გეთანდჷ! ღორონთუმე, მუშ მანწარა მარდი რე. მობიჭებული მუკომრთინე, მანგი მორძგვას დომრინე.  გოხიოლდან ჯიმალეფი, თანაფაქ გომთანდეს. ღურელ ქირსე გეთანდელე პიჩვანქ რსხინო გინმართეს.  ღოროთუმე, ღორონთუმე დღახუ რე მარდი ჭარაფილ. ცოდეფიშე მარსხებელ ჸოროფათ რე ეფშაფილი. მასქური