ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი

რკინის წიდები ქუარდილის გამოქვაბულიდან

რკინის წიდები ქუარდილის გამოქვაბულიდან (სოფელი ახუთი) საორიენტაციო დრო: ძ.წ მეშვიდე-მეექვსე საუკუნეები. ადასტურებს რკინის წარმოებას რეგიონში. ინახება ჩხოროწყუს მუზეუმში

ქვაში ჩაკირული ფოთოლი (ნაპოვნია სოფელ ახუთში)

ქვაში ჩაკირული ფოთოლი ან ფოთლის ანაბეჭდი ქვაქვიშაზე. ნაპოვნია მეორე ახუთში. ადგილი ” ქუარდილი”-ში, რომელიც საჯალაღონიოში მდებარეობს. მპოვნელი : გიგლა ჩემია- ცხოვრობს სოფელ ქვედა ჩხოროწყუში. მას მუზეუმში ხშირად მოაქვს არტეფაქტები,რომელსაც ნახულობს მიწის ზედაპირზე. ეს ნივთიც ჩააბარა ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმს.

რამდენიმე ოთახში განთავსებული ჩხოროწყუს ისტორია :))

დიდი ხანია მინდოდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი დამეთვალიერებინა. ვამჯობინე ე.წ “ფბ ლაივი” და პირდაპირი ჩართვის მეშვეობით ყველა  “ფრენდსაც ” მივეცი შესაძლებლობა საინტერესო ექსპონატებს შორიდან  გაცნობოდნენ. მსურველებმს  ჩანაწერი ოფლაინ რეჟიმშიც შეგიძლიათ ნახოთ, მასპინძლობას კი იგორ ფიჩხაია გვიწევს 🙂

ძველი გაზეთები ჩხოროწყუსა და მისი მიმდებარე სოფლების შესახებ

რამდენიმე ამონარიდი ძველი გაზეთებიდან, რომელიც ჩხოროწყუსა და მიმდებარე სოფლებს ეხება. წყარო : ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”