ჩხოროწყუელები

დათო ბებიას ხელოვნება

ჩხოროწყუს მერიის ხელშეწყობით,   ახალგაზრდა ნიჭიერმა ხელოვანმა,  დათო ბებიამ თბილისში პერსონალური გამოფენა ჩაატარა. დათო ჯერ სკოლაში სწავლობს, აპირებს კიდევ მეტად დახვეწოს  თავისი ხელოვნება, რომელიც  უკვე  დიდ ინტერესს იწვევს. ოჰ, ეს პაპარაცები :)) აქვე გაგაცნობთ დათოს  ხელოვნებას:

შენ სოფელი აღარა ხარ ( ყველასთვის ცნობილი ლექსის ისტორია)

უნივერსიტეტის გაზეთში, უკვე ყველასთვის ცნობილმა პატარა აკაკის როლის შემსრულებელმა, შემდგომში პოპულარულმა ჟურნალისტმა ომარ ჩიტაიამ პატარა სახუმარო ლექსი დადო, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა: „შენ სოფელი აღარა ხარ, არა, არა ნწუ, შენ ნამდვილი ქალაქი ხარ ჩემო ჩხოროწყუ“ ლექსი ჩხოროწყუს სავიზიტო ბარათი გახდა. კრიტიკოსმა რევაზ მიშველაძემ „ნამდვილი ქალაქი“ პატარა პარიზით ჩაანაცვლა. გაჩნდა სხვა ვარიანტები. […]

ჩხოროწყუ გიგი ცირამუას მხარდასაჭერად

დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიდია.  ახალგაზრდებმა  გამომაღვიძეს და მათი ენთუზიაზმი მეც გადმომედო. მარტივად რომ ვთქვათ, ჩხოროწყუს  თავისი ლოკალური ზაზა ფაჩულია ყავს და ესაა  პროექტ “საქართველოს ვარსკვლავების”  კონკურსანტი   გიგი ცირამუა 

ინტერვიუ ახალგაზრდა პოეტ თემო მალანიასთან

თემო მალანია   ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის №1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა.   მან გამოსცა წიგნი სახელწოდებით “ბედის ირონია”

თადა გოგუა

თადა გოგუა დაიბადა 1859 წელს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში, მჭედლის ოჯახში. სკოლაში საერთოდ არ უვლია. 8 წლისამ, მამის სამჭედლოში შეგირდად ყოფნისას, წერა-კითხვა სოფლის სკოლის მოსწავლეებისგან ისწავლა. 15 წლისა სრულყოფილად დაეუფლა მჭედლის პროფესიას და სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატნია. სიმღერაც ბავშვობიდან შეიყვარა – საქმეს მიატოვებდა და სიმღერის შესასწავლად მიდიოდა მომღერლებთან, მერე კი […]

პირველი მფრინავი ამიერკავკასიაში: ბესარიონ ქებურია

ბესარიონ ქებურია (დაიბადა. 15 თებერვალი, 1870, ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ქვედა ჩხოროწყუ — გარდაიცვალა. ქ. თბილისი, 1957) — პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი. ბიოგრაფია

აკაკი ხორავა

აკაკი ხორავა ქართული კინოს ლეგენდაა. იგი წარმოშობით ჩხოროწყუს რაიონიდან იყო. დაიბადა 1885 წელს წელს და არაერთი მისი როლი შევიდა თეატრისა და კინოს ისტორიაში