თანამედროვეობა

რესპუბლიკური ოლიმპიადა ჩხოროწყუელთა ტრიუმფით დასრულდა

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა მოსწავლეთა  რესპუბლიკური ოლიმპიადა ” დედამიწა ჩვენი სახლია”, რომელშიც ჩხოროწყუელებმა  წარმატებას მიაღწიეს.

ინტერვიუ შოთა წურწუმიასთან

ჩხოროწყუელებთან ვისაც შეხება გქონიათ,  იშვიათად შეგხვდებათ ადამიანი, რომელსაც შოთა წურწუმიას შესახებ  არაფერი გაუგია. პოეტი ძალიან პოპულარულია და  მისი პოეზია დიდი ხანია ლოკალურ მაშტაბებს გაცდა. ინტერვიუც შესაბამისი გამოვიდა, ლექსის გარეშე ხომ   ჩვენი საუბარი წარმოუდგენელია. გირჩევთ ბოლომდე წაიკითხოთ.   

ხაბუმელი ბუხუტ ჯალაღონია

ხაბუმელი პოეტი ბუხუტი ჯალაღონია 2019 წელს წავიდა ჩვენგან. გავიხსენოთ სოფლის ღირსეული მკვიდრი და ნიჭიერი ადამიანი

გიორგი გულუა და მისი პოეზია

გიორგი ჩხოროწყუელი ახალგაზრდა კაცია.  23 წლის ასაკში  ცნობადი პოეტია და მისი ლექსები სოციალურ ქსელებში “ვირუსული” პოპულარობითაც სარგებლობს. საიტის ფორმატით შეუძლებელია მისი ხელოვნების სრული სახით წარმოდგენა.  მხოლოდ ნაწილი, ნახვად კი ნამდვილად ღირს….

დათო ბებიას ხელოვნება

ჩხოროწყუს მერიის ხელშეწყობით,   ახალგაზრდა ნიჭიერმა ხელოვანმა,  დათო ბებიამ თბილისში პერსონალური გამოფენა ჩაატარა. დათო ჯერ სკოლაში სწავლობს, აპირებს კიდევ მეტად დახვეწოს  თავისი ხელოვნება, რომელიც  უკვე  დიდ ინტერესს იწვევს. ოჰ, ეს პაპარაცები :)) აქვე გაგაცნობთ დათოს  ხელოვნებას:

შენ სოფელი აღარა ხარ ( ყველასთვის ცნობილი ლექსის ისტორია)

უნივერსიტეტის გაზეთში, უკვე ყველასთვის ცნობილმა პატარა აკაკის როლის შემსრულებელმა, შემდგომში პოპულარულმა ჟურნალისტმა ომარ ჩიტაიამ პატარა სახუმარო ლექსი დადო, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა: „შენ სოფელი აღარა ხარ, არა, არა ნწუ, შენ ნამდვილი ქალაქი ხარ ჩემო ჩხოროწყუ“ ლექსი ჩხოროწყუს სავიზიტო ბარათი გახდა. კრიტიკოსმა რევაზ მიშველაძემ „ნამდვილი ქალაქი“ პატარა პარიზით ჩაანაცვლა. გაჩნდა სხვა ვარიანტები. […]

ჩხოროწყუ გიგი ცირამუას მხარდასაჭერად

დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიდია.  ახალგაზრდებმა  გამომაღვიძეს და მათი ენთუზიაზმი მეც გადმომედო. მარტივად რომ ვთქვათ, ჩხოროწყუს  თავისი ლოკალური ზაზა ფაჩულია ყავს და ესაა  პროექტ “საქართველოს ვარსკვლავების”  კონკურსანტი   გიგი ცირამუა 

ინტერვიუ ახალგაზრდა პოეტ თემო მალანიასთან

თემო მალანია   ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის №1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა.   მან გამოსცა წიგნი სახელწოდებით “ბედის ირონია”