ტურიზმი

შურუბუმუ, მდინარე დეიძახი და უნიკალური მღვიმე

შურუბუმუ სოფელ მუხურის ნაწილია და იქ მოხვედრა  მდინარე ხობისწყალზე განლაგებული ხიდის მეშვეობით ადვილად ხერხდება. თავიდან პატარა სივრცე  გადაიშლება, სადაც სულ რამდენიმე კოტეჯი განათავსეს, რომელთა გარემონტება დღესაც    მიმდინარეობს.

ზაზა ლეჟავა იონოთერაპიისა და პალეოთერაპიის პერსპექტივების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

მდ. ხობისწყლის ხეობა (სოფ. მუხურის მიდამოებში) გამოირჩევა განუმეორებელი სილამაზით, უნიკალური ტყის მასივებით და ბუნების საინტერესო ფენომენებით – ჩანჩქერებით, გადაადგილებული ლოდებით, კარსტული წყაროებით (ვოკლუზებით), მღვიმეებით, სამკურნალო თვისებების მქონე თერმომინერალური წყაროებით (ლუგელა) და ა. შ. რაც მიმზიდველი და საინტერესოა ტურისტული და სპელეოტურისტული თვალსაზრისით.

ნაზოდელავოს მღვიმე

ნაზოდელავო  გულისხმობს ზოდელავების ნასახლარს.  მღვიმე  გადმოცემების მიხედვით შუა საკუნეებში თავდაცვის საშუალებად გამოიყენებოდა.