ეკლესიები და მონასტრები

ოჩხომურის წმინდა ბარბარეს ( მაცხოვრის აღდგომის) ეკლესია

ეკლესიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შოთა ხორავას ინფორმაცია .სამწუხაროდ ხორავების გვარის კავშირის წარმომადგენელთა მოთხოვნით ტექსტი და სურათები წაიშალა. მხოლოდ მუზეუმის სურათს ვტოვებთ

ზუმის ამაღლების ეკლესია

ზუმის ამაღლების ეკლესია 2015 წელს გაიხსნა. სტატუსი: მოქმედი. სამნავიანი ბაზილიკა . ზუმში დაიბადა და დაკრძალულია მამა ბასილი ( ვასილ ფირცხელავა) სოფელ ზუმის გვერდი ეკლესიის გვერდი

გოგოლეთის ეკლესია ახუთში ( გოგოლეთის საკაციო)

გოგოლეთის ეკლესია არის ერთნავიანი ბაზილიკა. განეკუთვნება მეცხრამეტე საუკუნეს, მაგრამ ადგილობრივების რწმენით, ტაძარი გაცილებით ადრეულია და მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეში აშენდა დგას ოთხივე კედელი. აშენებულია თლილი ქვით. არ გააჩნია სახურავი. ჩრდილოეთის მხარეს კარის ბოძი ჩამონგრეულია. აღმოსავლეთის კედელზე მოთავსებული იყო ვერძის თავის ქვის სკულპტურა, რომელიც ამჟამად ინახება ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმში. უტარდება რესტავრაცია დამატებითი ინფორმაცია […]

მუხურის წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ეკლესია ახალია და აგებულია 2006 წელს.  ეკლესია დარბაზული ტიპისაა, წახნაგოვანი აფსიდით, რომელიც გადახურულია ორკალათა კრამიტის სახურავით. ნაგებია კარგად გათლილი კვადროვანი ქვით. ა ეკლესიას შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ერთი სარკმელი – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეკლესია ამჟამად მომქმედია.

ლეგერსამე- ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია

ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია “ლეგერსამეს” სახელითაა ცნობილი. ის მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება, მაგრამ მეცნიერთა ნაწილის აზრით, მეცხრე საუკუნის კვალს ეყრდნობა