ისტორია

ზაურ ჯალაღონია – “ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა ჩხოროწყუს რაიონში მეოცე საუკუნის 20-ნ წლებში და 30-ნი წლების რეპრესიები

ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ზაურ ჯალაღონიას ნაშრომი

ბასა სიჭინავას აბრეშუმსახვევი საწარმო სოფელ ლესიჭინეში

მეაბრეშუმეობას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი  ისტორია აქვს. აბრეშუმის პარკისგან მიღებულ ძაფს სხვადასხვა სახის ქსოვილის დასამზადებლად იყენებდნენ. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან არსდება აბრეშუმის სახვევი  საწარმოები. 1860 წელს სოფელ ლესიჭინეში სამთავრო გლეხ ბასა  ქაიხოსროს ძე სიჭინავას ბერძენ მარკოპულოსთან ერთად  დაუარსებია  აბრეშუმსახვევი ფაბრიკა.

არქეოლოგიური გათხრები მუხურში. სამი ქვევრსამარხი

2009 წლის აგვისტოში ნოქალაქევის არქეოლოგიური ექსპედიციის ჩხოროწყუს რაზმმა მცირემაშტაბიანი გათხრები აწარმოა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში, სადაც მეოცე საუკუნის 80-ნ წლებში გზის გაყვანისას ქვევრების კონტურები გამოჩნდა. 

ოჩხომურში აღმოჩენილი გვიან ბრინჯაოს ხანის დასახლების კვალი

სოფელ ოჩხომურში 80-ნ წლებში აღმოჩნდა გვიან ბრინჯაოს ხანის დასახლების კვალი, რომელმაც მეცნიერთა დაინტერესება გამოიწვია. გთავაზობთ ჯონი აფაქიძის ნაშრომს, რომელიც “ძეგლის მეგობარში” გამოქვეყნდა

ოჩხომურის წმინდა ბარბარეს ( მაცხოვრის აღდგომის) ეკლესია

ეკლესიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შოთა ხორავას ინფორმაცია .სამწუხაროდ ხორავების გვარის კავშირის წარმომადგენელთა მოთხოვნით ტექსტი და სურათები წაიშალა. მხოლოდ მუზეუმის სურათს ვტოვებთ

ვოლსკები – უცხოური წარმოშობის ჭეშმარიტი ქართველები

წერილი კოპირებულია ჩხოროწყუს მუზეუმის გვერდიდან. ( სტილი დაცულია) ,შეჩერდით! გზას აღარ ვაგრძელებთ“ -დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ მეეტლემ ეტლი შეაჩერა. მგზავრი სოფელში გამართულ ბაზრობის ტერიტორიიდან ცოტა მოშორებით ჩამოვიდა. დავაკებული ადგილი შეათვალიერა, მიწაზე ხელჯოხი ჩაარჭო და თქვა: „აქ ჩემი სახლია“. გადმოცემის მიხედვით, ასე დასახლდა 1897 წელს ჩხოროწყუს სოფელ ახუთში (მაშინდელ საღებო-ში) პოლონელი […]

ზუმის ამაღლების ეკლესია

ზუმის ამაღლების ეკლესია 2015 წელს გაიხსნა. სტატუსი: მოქმედი. სამნავიანი ბაზილიკა . ზუმში დაიბადა და დაკრძალულია მამა ბასილი ( ვასილ ფირცხელავა) სოფელ ზუმის გვერდი ეკლესიის გვერდი

გარახის ჯიხა ( ნაჯაგუ)

ნაჯაგუს ( გარახის) ციხე ანუ ჯიხა მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებს განეკუთვნება. შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. ნაჯაგუ ადგილის ძველი დასახელებაა, ხოლო გარახა შედარებით ახალი. ციხე დასახლების ზედა ნაწილში მდებარეობს

გოგოლეთის ეკლესია ახუთში ( გოგოლეთის საკაციო)

გოგოლეთის ეკლესია არის ერთნავიანი ბაზილიკა. განეკუთვნება მეცხრამეტე საუკუნეს, მაგრამ ადგილობრივების რწმენით, ტაძარი გაცილებით ადრეულია და მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეში აშენდა დგას ოთხივე კედელი. აშენებულია თლილი ქვით. არ გააჩნია სახურავი. ჩრდილოეთის მხარეს კარის ბოძი ჩამონგრეულია. აღმოსავლეთის კედელზე მოთავსებული იყო ვერძის თავის ქვის სკულპტურა, რომელიც ამჟამად ინახება ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმში. უტარდება რესტავრაცია დამატებითი ინფორმაცია […]

მუხურის წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ეკლესია ახალია და აგებულია 2006 წელს.  ეკლესია დარბაზული ტიპისაა, წახნაგოვანი აფსიდით, რომელიც გადახურულია ორკალათა კრამიტის სახურავით. ნაგებია კარგად გათლილი კვადროვანი ქვით. ა ეკლესიას შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ერთი სარკმელი – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეკლესია ამჟამად მომქმედია.