ახალი ამბები

ჩხოროწყუ გიგი ცირამუას მხარდასაჭერად

დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიდია.  ახალგაზრდებმა  გამომაღვიძეს და მათი ენთუზიაზმი მეც გადმომედო. მარტივად რომ ვთქვათ, ჩხოროწყუს  თავისი ლოკალური ზაზა ფაჩულია ყავს და ესაა  პროექტ “საქართველოს ვარსკვლავების”  კონკურსანტი   გიგი ცირამუა 

პოეზიის საღამო ჩხოროწყუს სკვერში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის სამსახურის მხარდაჭერით, ადგილობრივი ახალგაზრდობის ხელშეწყობით   ჩხოროწყუს სკვერში პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მამა პეტრე კოლხი, შოთა წურწუმია, გიორგი გულუა, ნიკა კვესალავა და სხვები. სტუმართა შორის იყვნენ ადგილობრივი მერი დათო გოგუა საკრებულოს თავმჯდომარე ბესო ესებუა

რესტორანი და საბანკეტო ცენტრი ლესიჭინეში

ლესიჭინეში თანამედროვე სტანდარტების საბანკეტო მომსახურეობის ცენტრი და რესტორანი შენდება. ინიციტივა და ინვესტიცია წარმოშობით ლესიჭინელ ბიზნესმენს, ბატონ ზურაბ ჩიტაიას ეკუთვნის. კომპლექსი მოიცავს 600 ადამიანის ტევადობის საბანკეტო დარბაზს, 150 ადამიანის ტევადობის რესტორანს, თონეს, სპეციალურად მოწყობილ სკვერს და სხვა ნაგებობებს. ძირითადი შენობა ორსართულიანია და მისი გახსნა ოქტომბრის დასაწყისისთვის იგეგმება

ჯანაშურთან ხიდის დაგების პროცესი დაიწყო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ჯანაშურის უბანთან ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობას შემოვლითი სამანქანო გზითა და ე.წ ბეწვა ხიდით სარგებლობა უწევს. ადგილობრივი გამგეობის ინიციატივით, ხიდისთვის საჭირო მასალა ადგილზე იქნა მოტანილი და უახლოეს ხანში მდინარე სქურჩის სანაპიროები ერთმანეთს დაუკავშორდება. სამუშაოების დაწყების პროცესს ესწრებოდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და მისი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი. 

ჩხოროწყუობა2016

დღესასწაულით აღფრთოვანებული ნამდვილად არ  დავრჩი. არა მარტო იმიტომ, რომ  სახლში მშიერი დავბრუნდი და ვერ ვიტყვი სასიამოვნოა სხვისი ნადიმის ყურება 😀 თბილისობებს მიჩვეულებს ჩხოროწყუში სხვა მოლოდინი არც მქონია, თუმცა მომავალში ვისურვებდი მეტი აქცენტი გაკეთდეს სოფლების, მუნიციპალიტეტის პოტენციალის უკეთესად წარმოჩენაზე. რაც შეეხება საკვებს, ამისთვის არსებობს რესტორნები, მაღაზიები და ოცდამეერთე საუკუნეში  შემწვარი გოჭით […]

გამოკითხვა ჩხოროწყუში

ჩვენმა საიტმა ჩხოროწყუს ქუჩებში პატარა გამოკითხვა ჩაატარა, გვაინტერესებდა ადგილობრივი მოსახლეპბისათვის განსაკუთრებით აქტუალური თემები  იხილეთ ვიდეო:

ინტერვიუ ახალგაზრდა პოეტ თემო მალანიასთან

თემო მალანია   ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის №1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა.   მან გამოსცა წიგნი სახელწოდებით “ბედის ირონია”

ინტერვიუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბატონ დათო გოგუასთან

ბატონო დათო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები დაწყებულია და ამ ეტაპზე  რა პრიორიტეტებია გამოკვეთილი? სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია ექვსას ოცდა თოთხმეტი ათასი ლარი ცამეტ თემზე და ოცდარვა სოფელზე. ძირითადი აქცენტები გავამახვილეთ როგორც შიდა გზების მოწყობაზე, ასევე პრიორიტეტულად მივიჩნიეთ ბაღა ბაღების გარემონტება და ბავშვებისთვის შესაბამისი ნორმალური პირობების  ხელშეწყობა.