ახალი ამბები

ქალაქ ჩხოროწყუში PSP-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა.

ბრიტანული კონცეფციის აფთიაქში მოსახლეობას მედიკამენტების, სილამაზისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროდუქტების შეძენა ყველაზე დაბალ ფასად შეეძლება.

წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს 10-კმიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზა წალენჯიხას ნაკიფუს და ლეწურწუმეს გავლით ჩხოროწყუსთან აკავშირებს. მანძილი 10 კმია.

უბრალო ხალხის ძალა

ჩხოროწყუშია საქველმოქმედო აქცია გრძელდება, რომლის იდეა  ჯგუფში ” გავიცნოთ ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები”  დაიბადა. გარკვეული თანხის მოგროვება მოხერხდა . შეძენილია პროდუქტები და სხვა  აუცილებელი ნივთები. ყველაზე უპოვარ ადამიანებს დახმარება  გაეწიათ. აქციაში ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ და ათეული ოჯახი წინასაახალწლოდ მოინახულეს.

ჩხოროწყუელთა მოგზაურობა დანიაში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიის“ თანამშრომლობის შედეგად 23-29 ნოემბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან 5 მოსწავლე გაემგზავრა ბანაკში პროექტ “ახალგაზრდა დიპლომატები მშვიდობისა და მშვიდობიანი დიალოგისთვის” ფარგლებში დანიის სამეფოშიპროექტის მიზანი იყო მშვიდობის, დიალოგისა და არაძალადობრივი კომუნიკაციის გავრცელება და პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დანიელ და უკრაინელ თანატოლებთან გაეცნენ დანიის სამეფოში მოქმედი სხვადასხვა […]

ლეწურწუმეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ნაკიფუ-ჩხოროწყუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის 3 კმ. მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს.

კირცხის #1 სკოლის სრული რეაბილიტაცია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში  #1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დაიწყო. პროექტს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებენ . პროექტის საერთო ღირებულებაა 860 000 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის მარტში დასრულდება. სკოლის რეაბილიტაციისას გათვალისწინებულია საბუნისმეტყველო და კომპიუტერული […]

გარდაბანი- სამეგრელო 1:5

ზურაბ ფირცხალაიშვილის  ხელმძღვანელობით გუნდმა სახე შეიცვალა და   მაყურებლები კიდევ ერთხელ გაგვახარა.   23 ოქტომბერს, გარდაბანში სტუმრად, დამაჯერებელი  გამარჯვება მოვიპოვეთ. 

პოეზიის დღესასწაული ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში

ლაშა გახარია ქართული პოეზიის  უნიკალური წარმომადგენელია, რომელიც ჩვენგან უდროოდ წავიდა.  ჩხოროწყუში მის ხსოვნას განსაკუთრებით პატივს მიაგებენ და “ლაშაობა” უკვე  ტრადიციულ დღესასწაულად იქცა. 

ახალგაზრდული დღეები 2018 კინოკონკურსი

“ახალგაზრდული დღეები 2018”-ის ფარგლებში  კინოკონკურსიც გაიმართა. საინტერესო  გამოვიდა და   სპეციალური ჩანაწერიც მივუძღვენი. სამწუხაროდ ვიდეოების უმრავლესობის კოდი საიტზე კარგად ვერ ჩაჯდა.  რაც არ ჩანს, დააჭირეთ ბმულს და ვიდეოს  ქალბატონ თეა ტყებუჩავას გვერდზე იხილავთ. მადლობა მას ამდენი ენერგიისათვის 🙂 

ზაზა ფაჩულიას ფავორიტებში ჩხოროწყუელი საბა ჟვანიაც მოხვდა

კომპანია “Gulf Georgia” მ ზაზა ფაჩულიასთან ერთად ჩაატარა კონკურსი “ეთამაშე ზაზას სთრითბოლი – მიიღე წლის გამოწვევა გალფისგან!”, რომელშიც მონაწილეობა ჩხოროწყუელმა ახალგაზრდებმაც მონაწილეობა  მიიღეს და ზაზას  ფავორიტობა დაიმსახურეს.