ვიდეო

შოთა ხორავა – პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ

“მსურს, რომ დაგლიო წყაროს წყალივით, და ვერ დალევა მთრგუნავს და მტანჯავს. შენ არ მიკარებ, ვარ სიღარიბე და გულში მისობ ერეკლეს ხანჯალს. ხარ შემოდგომის თოვლივით ნაზი, და იისფერი დაჰკრავს შენს მაჯას, ხოლო შენს თმებში ჩაწვნილი ვარდი თავბრუს მასხამს და უთქმელად მტანჯავს” ავტორი შოთა ხორავა

პოეზიის დღესასწაული ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში

ლაშა გახარია ქართული პოეზიის  უნიკალური წარმომადგენელია, რომელიც ჩვენგან უდროოდ წავიდა.  ჩხოროწყუში მის ხსოვნას განსაკუთრებით პატივს მიაგებენ და “ლაშაობა” უკვე  ტრადიციულ დღესასწაულად იქცა. 

ახალგაზრდული დღეები 2018 კინოკონკურსი

“ახალგაზრდული დღეები 2018”-ის ფარგლებში  კინოკონკურსიც გაიმართა. საინტერესო  გამოვიდა და   სპეციალური ჩანაწერიც მივუძღვენი. სამწუხაროდ ვიდეოების უმრავლესობის კოდი საიტზე კარგად ვერ ჩაჯდა.  რაც არ ჩანს, დააჭირეთ ბმულს და ვიდეოს  ქალბატონ თეა ტყებუჩავას გვერდზე იხილავთ. მადლობა მას ამდენი ენერგიისათვის 🙂 

ახალგაზრდა პოეტების საღამო

ჩხოროწყუში, აფხაზეთის მეათე სკოლაში არსებულ ლიტერატულ ოდაში ახალგაზრდა პოეტთა საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გოგა ცირამუა, შოთა ხორავა და გოგა  ბებია.

1969 წლის ხაბუმის ვიდეოქრონიკა

მამაჩემი რევაზ მებონია  საოჯახო არქივისათვის  8მმ კინოფირზე  საოჯახო ქრონიკებს რეგულარულად აფიქსირებდა. 1969 წლის ხაბუმის რამდენიმე ეპიზოდი ადრეც  გაგიზიარეთ. ახლა შედარებით სრულ. ოცწუთიან ქრონიკას გთავაზობთ. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ხაბუმის ფოტომატიანე 

გამოკითხვა ჩხოროწყუში

ჩვენმა საიტმა ჩხოროწყუს ქუჩებში პატარა გამოკითხვა ჩაატარა, გვაინტერესებდა ადგილობრივი მოსახლეპბისათვის განსაკუთრებით აქტუალური თემები  იხილეთ ვიდეო: