ციფრული ფოტომასალა

პროექტი "აღმოაჩინე" ციფრული ფოტომასალა

ჩხოროწყუობა 1988

საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების რესურს-ცენტრთან არსებული პედაგოგთა კლუბის ორგანიზირებით გრძელდება პროექტი “აღმოაჩინე” ამჯერად გთავაზობთ ჩვენი საიტის დიდი მეგობრის, ცოტნე ჯალაღონიას მოწოდებულ ფოტომასალას, სადაც ჩხოროწყუში გამართული დღესასწაულის კადრები ჩანს. თუ გეცნოთ დეტალები, შეგიძლიათ ფეისბუქის გვერდზე ან აქვე კომენტარებში მოგვწეროთ. ჩაერთეთ თქვენც პროექტში:)

პროექტი "აღმოაჩინე" სოფელი ლესიჭინე ციფრული ფოტომასალა

ლესიჭინეს ფოტომატიანე

ლესიჭინის შესახებ ვრცელი ინფორმაცია თამთა სიჭინავას წერილში იხილეთ ამ ალბომში განთავსდება ლესიჭინის წარსულის ამსახველი ფოტომასალა

პროექტი "აღმოაჩინე" ჩხოროწყუს ძველი ისტორიები ციფრული ფოტომასალა

ჩხოროწყუს ძველი ამბები

რა ხდებოდა ძველ ჩხოროწყუში და რა ადარდებდათ ჩვენს წინაპრებს. საინტერესო ისტორიების გაგრძელება. აგრეთვე იხილეთ მათი პორტრეტები. მოკლედ, კიდევ ერთხელ ვიმოგზაუროთ ძველ ჩხოროწყუში

ადმინისტრაციული ერთეულები პროექტი "აღმოაჩინე" სოფელი ლესიჭინე ჩხოროწყუს ძველი ისტორიები ციფრული ფოტომასალა

ძველი ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები (გაზეთი “სტალინის დროშით” 1938-1943)

თავიდანვე მოგვიტევეთ ცუდი ხარისხი, რადგან გაზეთების ფურცლების გარდა სურათების უმრავლესობა აღარ მოიძიება . კარგი იქნება უხუცესების ან ისტორიით დაინტერესებულთა გამოხმაურება . ისტორიას უფრო გავაცოცხლებთ

პროექტი "აღმოაჩინე" სოფელი თაია სოფელი მუხური ციფრული ფოტომასალა

უნიკალური ფოტოსურათები, რომელიც 1905 წლის თაიასა და მუხურს ასახავს

1905 წლის 19 მაისის “ცნობის ფურცელის” სურათებიან დამატებაში დაფიქსირებულია ოცინდალის მონასტრისა და ადგილობრივი მოსახლეობის სურათები. იმ პერიოდში თაია მუხურის ნაწილად ითვლებოდა. შესაბამისად რთული სათქმელია ოჯახის სურათი სადაა გადაღებული .

ციფრული ფოტომასალა

სოფელ ხაბუმის ცენტრი 80-ნ წლებში

მარცხნივ მოჩანს უნივერმაღი, რომელიც დღეს ავარიულ მდგომარეობაში. დაფიქსირებულ პირებს შორისაა სოფლის საბჭოს ხელმძღვანელი ვერა ჭკადუა ვერა ჭკადუას საოჯახო ალბომიდან