ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის ჟურნალი “მოამბე” 2014 წელი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის სამეცნიერო-შემოქმედებითი ჟურნალი “მოამბე” 2014 წელი. ამ ჟურნალიდან პუბლიკაციების ნაწილი უკვე შემოგთავაზეთ. ახლა სრულ ვერსიას გთავაზობთ. მადლობა პირადად ქალბატონ ნაირა ციმინტიას და მუზეუმის მთელ გუნდს

ვალერიან ახალაია ახუთის და ახუთელების შესახებ

ახუთი საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი სოფელია. მდებარეობს მდინარეების ზანასა და ოწყარიეს ხეობაში ზღვის დონიდან 180 მეტრზე.

ნაჯაგუს ( გარახას) ეკლესიების ისტორიიდან

 გაგაცნობთ ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას გარახაში მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ

გარახის ( ნაჯაგუს) ჯიხები, როგორც თავდაცვითი ნაგებობები

წინაპართა მიერ შექმნილმა უამრავმა ქრისტიანულმა ისტორიულმა ძეგლმა გაუძლო დროს და ჩვენამდე მოაღწია. მათი უმრავლესობა შესწავლილია მეცნიერთა მიერ, მაგრამ რიგი ძეგლებისა უყურადღებოდაა მიტოვებული ან ბოლომდე შესწავლილი არაა. ასეთთა რიგს განეკუთვნება ჩხოროწყუში მდებარე გარახას იგივე ნაჯაგუს და ხომაკირდეს ჯიხები. ჩვენს ქვეყანას  მტერი ყოველთვის ჰყავდა. მრავალრიცხოვანი მტრის მოგერიებაზე არანაკლებ ძნელი თარეშული თავდასხმები იყო, […]

სამსონ თოდუას ცნობა “ოცინდალეს მონასტრის შესახებ

სანამ უშუალოდ ამ ცნობაზე გადავალთ. რამდენიმე ინფორმაცია სამსონ თოდუას შესახებ. სამსონი თავის ძმებთან ერთად სასულიერო პირი იყო. დაარსა სკოლა სოფელ თაიაში. პუბლიცისტი. დაკრძალულია ხაბუმეში, შვილთან ერთად, ჯუმითის უბანში, წმინდა გიორგის საყდრის ძველ ეზოში. ეკლესია ბოლშევიკებმა დანგრიეს. ცენტრში – სამსონ თოდუა, მის უკან (მეუღლე) -მაია ცხადაია; ქვევით პატარა გოგოები (ქალიშვილები)-ნინო (ძაგუ) […]

ქვედა ჩხოროწყუს წმინდა გიორგის ტაძარი და მასში მოღვაწე სასულიერო პირები

გთავაზობთ ჩხოროწყუს მუზეუმის დირექტორის მოადგილის, ბატონ ზაურ ჯალაღონიას წერილს, რომლიც მუზეუმის ჟურნალში გამოქვეყნდა. წერილში მოცემულია ჩხოროწყუს და ქვედა ჩხოროწყუს ისტორიის საინტერესო ფრაგმენტები, ცნობები სასულიერო პირთა ცხოვრების შესახებ

აკაკი ხორავა – ოჩხომურელი ლეგენდა

„ჩემი პატარა და ლამაზი სოფელი ოჩხომური, სადაც დავიბადე და ფეხი ავიდგი მდინარე ოჩხომურის პირას არის გაშენებული , „ჩხომი“ მეგრულად თევზს ნიშნავს. ოჩხომური-სათევზაო ადგილს. “ აკაკი ხორავა

ზაურ ჯალაღონია – “ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა ჩხოროწყუს რაიონში მეოცე საუკუნის 20-ნ წლებში და 30-ნი წლების რეპრესიები

ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ზაურ ჯალაღონიას ნაშრომი

ბასა სიჭინავას აბრეშუმსახვევი საწარმო სოფელ ლესიჭინეში

მეაბრეშუმეობას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი  ისტორია აქვს. აბრეშუმის პარკისგან მიღებულ ძაფს სხვადასხვა სახის ქსოვილის დასამზადებლად იყენებდნენ. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან არსდება აბრეშუმის სახვევი  საწარმოები. 1860 წელს სოფელ ლესიჭინეში სამთავრო გლეხ ბასა  ქაიხოსროს ძე სიჭინავას ბერძენ მარკოპულოსთან ერთად  დაუარსებია  აბრეშუმსახვევი ფაბრიკა.

არქეოლოგიური გათხრები მუხურში. სამი ქვევრსამარხი

2009 წლის აგვისტოში ნოქალაქევის არქეოლოგიური ექსპედიციის ჩხოროწყუს რაზმმა მცირემაშტაბიანი გათხრები აწარმოა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში, სადაც მეოცე საუკუნის 80-ნ წლებში გზის გაყვანისას ქვევრების კონტურები გამოჩნდა.