პროექტი “აღმოაჩინე”

პროექტის მიზანია:
რარიტეტული და მნიშვნელოვანი ნივთების, ფოსოტოსურათების, აუდიო, ვიდეომასალის მოძიება, სოფლად არსებული ძველი ხეების, საინტერესო ადგილების ფოტოგადაღება და ელექტრონულ ფაილებად ქცევა, რომელთა დიდი ნაწილი განთავსდება ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელში

აღმოაჩინე ადგილები ისტორია პროექტი "აღმოაჩინე"

ვალერიან ახალაია გვარების ძირი ხატებისა და ტრადიციული დღესასწაულების ისტორიასთან დაკავშირებით

რაიონში მცხოვრებ გვარებს გამოყოფილი ჰქონდათ თავიანთი ძირი ხატის წმინდა სალოცავი ადგილები, სადაც იკრიბებოდა მთელი გვარი, მოჰყავდათ საკლავი. ლოცვის შემდეგ ადგილებზე და ოჯახებში მასპინძლობდნენ სტუმრებს.

პროექტი "აღმოაჩინე" ციფრული ფოტომასალა

ჩხოროწყუობა 1988

საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების რესურს-ცენტრთან არსებული პედაგოგთა კლუბის ორგანიზირებით გრძელდება პროექტი “აღმოაჩინე” ამჯერად გთავაზობთ ჩვენი საიტის დიდი მეგობრის, ცოტნე ჯალაღონიას მოწოდებულ ფოტომასალას, სადაც ჩხოროწყუში გამართული დღესასწაულის კადრები ჩანს. თუ გეცნოთ დეტალები, შეგიძლიათ ფეისბუქის გვერდზე ან აქვე კომენტარებში მოგვწეროთ. ჩაერთეთ თქვენც პროექტში:)

აღმოაჩინე ადგილები პროექტი "აღმოაჩინე" სოფელი ხაბუმე

ჯუმითის წმინდა გიორგის ეკლესიის ადგილი დღეს

მეცხრამეტე საუკუნეში,   მეორე ჯუმითში ( სოფელი ხაბუმე) ფუნქციონირებდა ჯუმითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მეტრიკული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ აქ მსახურობდნენ ძმები ეგნატე და იაკობ გულუები, აგრეთვე ცნობილი პუბლიცისტი, დეკანოზი სამსონ თოდუა.

ისტორია ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი

1912 წელი- რას წერს სოფრონ შენგელია ხაბუმეში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ამ წყაროს მიხედვით ცალსახად დასტურდება მანუჩარის შტოს დადიანების პირდაპირი კავშირი სოფელ ხაბუმესთან. კერძოდ ფიქსირდება ხაბუმის მფლობელი ილიკო დადიანი და მისი ძმა იოსებ დადიანი

პროექტი "აღმოაჩინე" ჩხოროწყუს ძველი ისტორიები

სიმონ თოლორდავა- წითელი ტერორისტის ამბავი

სიმონ თოლორდავა საბჭოთა პერიოდში გმირად იყო გამოცხადებული. მისი ისტორია საინტერესო, მაგრამ წინააღმდეგობრივია. თემას ტაბუ არ უნდა ედოს და ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ ამ  ტერორისტის ცხოვრებაზეც  დაგვეწერა.  ჩვენი ჩანაწერიც სუბიექტურია და   ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაზე პრეტენზია არ გვაქვს.   იყო მკვლელი, ბანდიტური რაზმის ხელმძღვანელი, მაგრამ გაბედულებას   ვერ დავუკარგავთ. სიმონ  გახას ძე თოლორდავა 1878 […]

პროექტი "აღმოაჩინე" სოფელი ლესიჭინე ციფრული ფოტომასალა

ლესიჭინეს ფოტომატიანე

ლესიჭინის შესახებ ვრცელი ინფორმაცია თამთა სიჭინავას წერილში იხილეთ ამ ალბომში განთავსდება ლესიჭინის წარსულის ამსახველი ფოტომასალა

პროექტი "აღმოაჩინე" ჩხოროწყუს ძველი ისტორიები

ქალთა “ამბოხება” ჭოღაში. თაიელ ქალთა პროტესტი

სტალინისტური რეჟიმი დაუნდობელი და აგრესიული იყო. ძალადობა მთავარი არგუმენტი გახლდათ და განსხვავებულ აზრს არავინ მიესალმებოდა. 1930 წელს ჭოღაში დიდი ამბები ყოფილა.

პროექტი "აღმოაჩინე" ჩხოროწყუს ძველი ისტორიები ციფრული ფოტომასალა

ჩხოროწყუს ძველი ამბები

რა ხდებოდა ძველ ჩხოროწყუში და რა ადარდებდათ ჩვენს წინაპრებს. საინტერესო ისტორიების გაგრძელება. აგრეთვე იხილეთ მათი პორტრეტები. მოკლედ, კიდევ ერთხელ ვიმოგზაუროთ ძველ ჩხოროწყუში