საქველმოქმედო აქცია ჩხოროწყუში
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ, მერის მოადგილესთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად, მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები გადასცეს.