ნაზოდელავოს მღვიმე
ნაზოდელავო გულისხმობს ზოდელავების ნასახლარს. მღვიმე გადმოცემების მიხედვით შუა საუკუნეებში თავდაცვის საშუალებად გამოიყენებოდა.
შეტანილია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ნუსხაში, მინიჭებული აქვს ბუნების ძეგლის სტატუსი. ნაზოდელავოს მღვიმე სოფელ ახუთს განეკუთვნება. მდებარეობს მდ. ზანას ხეობაში, 290 მეტრი ზღვის დონიდან. სოფელ ახუთის ცენტრიდან 6.8 კმ-ია
ბუნების ძეგლი საქართველოში თავისი პარამეტრებით ერთ-ერთი გამორჩეული, მეოტურ კონგლომერატებში გამომუშავებული უდიდესი კლასტოკარსტული და ფსედოკარსტული 600 მ სიგრძის მღვიმეა.