აღნიშნული პროექტი მეორე ჭოღაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს.
ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობამდე აქ მოსახლეობა ბონდის ხიდით სარგებლობდა და გადაადგილება მხოლოდ ქვეითად იყო შესაძლებელი.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელ ჭოღაში სანიაღვრე არხიც მოეწყობა.