1899 წ. 22 აგვისტოს მე ქვემორე ამისა სახელის მომწერი მუხურის მცხოვრები სოფრო ბიჯგვას ძე ჩიქოვანმან მოგყიდეთ თქვენ უთუ ბეჟას ძე ჩიქოვანს ჩემი წილი წისქვილისა მდგომარე სოფ. მუხურზედ ხობის წყლის წყალზედ. ორპირისა დოლაბი ესე იგი ჩემი მონაწილეობიდან. რაც რომ გერგებათ მეხუთე წილი იმა წისქვილისად რაც რომ მასში სარგებლობა იქნება დღიდან სამუდამოთ საშვილითიშვილოდ მოგყიდეთ ყოველი ამაზე ჩემი უფლება და ღალა შენ უთუ ჩიქოვანს საკუთრად უსაპიროდ მას პირსა რომელსაც უნდა მოგაცილოთ და რაც რომ საგებლობა მოვა დღიდან იქნება თქვენ სარგებლობაზე მოდავე ამასა მე უნდა მოგაცილოთ, ფასად ნაღდათ ორმოცი მანეთი და მოვალე ვარ სარგებლობა და რაც ჩემი წილი მხვდება ჩემი მონაწილეობისაგან უსაპიროდ და გამორჩენით საუკუნოთ თუ რომ ჩამოგერთვათ ესე ვალდებული ვარ თქვენგან მიღებული ორმოცი მანეთი უკან დაგიბრუნოთ და შეკრიფოთ, შეგიძლია ორმოცი მანეთი, ერთადვე სამოცი მანეთი და არავითარი რაც რომ სარგებლობა გექნება მიღებული არ მოგთხოვოთ. მას შინა ხელს ვაწერ მე სოფრო ჩიქოვანი მისი თანხმობით მის მაგიერ ხელს ვაწერ ილარიონ კუხალეიშვილი. ამა პირობას წერილისა ვამოწმებ მუხურის მამასახლისი კოწია თოდუა (სტილი დაცულია, ნასყიდობის ხელშეკრულება დაწერილია 3 გვერდზე და დამოწმებულია ბეჭდით, რაც ჩანს ფოტოასლებზე. იხ. სამივე ფოტოასლი ალბომში)
დოკუმენტი 1899
359
წინა სიახლე