1.1ათასი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე საკითხის გატანის შესახებ იმსჯელა.
დღის წესრიგში შევიდა :
- ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების საკითხის განხილვა;
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“-სთვის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკითხი;
- .ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გადაწყვეტილება;
- განიხილება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის აგრეთვე ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის შემადგენლობის დამტკიცება.
ამას წინ უძღოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა , რომელსაც კომისიის თავმჯდომარე აჩიკო ცირამუა უძღვებოდა.
საკითხის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს პასუხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ზაზა ხორავამ გასცა.
სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ კი საკრებულოს ახალი წევრის, ქართლოს საჯაიას კომისიებში გაწევრიანებაზეც იმსჯელა