1.7ათასი
მუხურის თემის საჯარო სკოლის ხელოვნების დარბაზი მე-8 კლასელ გოგონებს მასპინძლობდა. მარიამ გახარიამ, ლანა და მარიამ პაპავებმა დამსწრე საზოგადოებას დიდი რუდუნებით შექმნილი ნამუშევრები წარუდგინეს.
ხელმარჯვე გოგონები მრავალმხრივი უნარებით არიან დაჯილდოებულნი, შესაბამისად, ერთნაირად საინტერესო იყო მათ მიერ შესრულებული ანალისტური ჟანრის,ურბანისტული და მარინისტული პეიზაჟების ნახატები, გრაფიკული ნამუშევრები,ოქრომკედით ნაქარგები,ასევე ხელნაკეთი ნივთები… იგრძნობოდა მათი გემოვნება და შესრულების მაღალი ხარისხი. წარმატებები ჩვენი სკოლის ნიჭიერ მომავალს!..
მუხურის თემის საჯარო სკოლა-ჩვენი სკოლა