მშვიდობისა და განვითარების აკადემია „მშვიდობის კვირეულის“ ფარგლებში აცხადებს ფოტოკონკურსს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის.
კვირეული ტარდება პროექტის “მშვიდობის ახალგაზრდა ელჩთა ფასილიტაცია აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო რეგიონსა და კავკასიაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდი CISU – ს ფინანსური მხარდაჭერით და დანიურ ორგანიზაცია Crossing Borders – თან პარტნიორობით.
პროექტი პარალელურად ხორციელდება სომხეთში, უკრაინასა და მოლდოვაში.
საკონკურსო ფოტოები უნდა ასახავდეს კრეატიულ და საინტერესო კადრებს მშვიდობის თემატიკაზე
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს 13-დან 29 წლამდე.
გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა დაგეგმილია 21 სექტემბერს, ქალაქ ჩხოროწყუში, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ფოტოკონკურის 3 გამარჯვებულს გამოავლენს მოწვეული ჟიური.
გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან სიმბოლური საჩუქრებით და გადაეცემათ სერტიფიკატები
- ფოტოს საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნელს. სურათის გამოქვეყნების შემთხვევაში, ფოტოგრაფი იტოვებს საავტორო უფლებებს, APD-ის ეძლევა უფლება შეზღუდვებისა და ჰონორარის გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათი.
- კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსში არ მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური კორექტირება – რეალური ფერების დასმა და სიმკვეთრის შესწორება, კადრირება.
- ფოტო უნდა იყოს წარმოდგენილი JPG ფორმატში (.jpg ან .jpeg) და იყოს მინიმუმ 2000 პიქსელი (pxl). ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს (MB).