მსახიობი ვალერი სიჭინავა

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ტექსტის ავტორი: იაგო ქებურია, ვიდეო დააამზადა გიორგი გოგუამ.

ვალერი სიჭინავა დაიბადა გადასახლებაში, ყაზახეთის სსრ-ში 1955 წელს.
ვალერ სიჭინავას მამა, მიხეილ სიჭინავა, მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვეობაში ჩავარდა.

ტყვეობაში ჩავარდნილი მიხეილის სულისჩამწვდომი სიმღერა მოუსმენია ერთ გერმანელ ოფიცერს, რომელსაც მიხეილი მიუყვანია გერმანული ბატალიონის (რომელიც ქართველებისაგან იყო დაკომპლექტებულ) ლოტბართან დავით კავსაძესთან… ამის შემდეგ მიხეილ სიჭინავა მღეროდა ქართულ სიმღერებს დავით კავსაძის გუნდში… ომის დასასრულს ვალერის მამა, როგორც ყველა “ნაპლენი” ან უნდა დაეხვრიტათ, ან 10 წლიანი პატიმრობა უნდა მიესაჯათ, ან კიდევ გადაესახლებინათ… მიხეილ სიჭინავას ბედმა გაუღიმა და შედარებით ყველაზე მარტივად მოსახდელი ვალი დააკისრეს… მიხეილ სიჭინავა გადაასახლეს ყაზახეთის სსრ-ში, კარაგანდის ოლქში… იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, დაიწყო გადასახლებულთა სამშობლოში დაბრუნება (ანტისტალინური მოქმედება ხრუშოვის მიერ), მიხეილ სიჭინავას აქაც ბედმა გაუღიმა და 1956 წელს სამშობლოში დაბრუნდა…
ვალერი სიჭინავას, გამოჰყვა მამის ნიჭი და უფალმა დააჯილდოვა სიმღერისა და ცეკვის ნიჭით….


და-ძმა სიჭინავები (ვალერის და მისი და) 1968 წელს დაჯილდოვდნენ მოსწავლეთა მხატვრული თვითშემოქმედებითი მეექვსე ფესტივალის ლაურეატით.

banner


ასევე დაჯილდოებულია სსრკ და სსრ-ს სხვადასხვა ფესტივალების ლაურეატის წოდებით.
2010 წელს მიენიჭა ეროვნული ფოლკლორის პრემია და ღირსების მედალი.
2016 წელს მიენიჭა საპატიო ჩხოროწყუელის წოდება…

ვალერი სიჭინავა ცნობილი გახდა მისი “ჯანსულოთი”

ვალერი სიჭინავა არის კარგი მამა, ძმა, მეგობარი, მასწავლები…

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00