ახალი ხიდი ხანწკის უბანში და “ბონდის ხიდის” აღდგენა

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

სოფელ ნაფიჩხოვოში, ხანწკის უბანში, მდინარე ,,შებეზე“ ახალი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა. ხიდის სიგრძე 13, 50 სიგანე 3,5 მეტრი იქნება.

აღნიშნული ხიდით რამდენიმე ოჯახი სოფლის ცენტრს დაუკავშირდება. ხიდის არქონა ადგილობრივებს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა. აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდული იყო ტრანსპორტით გადაადგილება.

ნაფიჩხოვოში, მდინარე ,,ოჩხომურზე“ სტიქიის შედეგად დაზიანებული ბონდის ხიდის ადგილას დაწყებულია ასევე ახალი ბონდის ხიდის მოწყობის სამუშაოები, რომლითაც ორი უბანი ერთმანეთს დაუკავშირდება.

ხიდების მოწყობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება და ცენტრალური ბიუჯეტიდან 64 540 ლარით ფინანსდება.

აღნიშნული ხიდების მოწყობის საჭიროების სახითხი „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე დაისვა.
ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად ხიდების მოწყობა დაასახელეს და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხის მოგვარება სთხოვეს.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერეს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ:

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia