893
შენ ხარ ის ქალი! ქალი შეშლილი,
შენ ღრმა ძილიდან გამომაფხიზლე
ხანაც შრიალებ სიოს ჩურჩულად
ზოგჯერ მორცხვი ხარ და თან წითლდები. –
შენა ხარ ქალი! ქალი – ნამდვილი
შენ ზამთარიც ხარ, თოვლის ფანტელი,
Table of Contents
შენ ხარ ის ქალი! ქალი შეშლილი,
მე რომ დავეძებ ქარში, გრიგალში.
ხან ტრფობა გინდა, ხანაც სიშორე.
ნეტავ, რას ფიქრობ გულის სიღრმეში?
შენ ღრმა ძილიდან გამომაფხიზლე
მუზად მეწვიე, ჭექა-ქუხილად,
ხან სევდიანი, ხან მომღიმარი.
ცრემლიც კი გშვენის ფარად-მახვილად.
ხანაც შრიალებ სიოს ჩურჩულად
ხან სიცივე ხარ, ყინვა და სუსხი
შეზე ოცებით დამუხტულია
ჩემი სიცოცხლის ყოველი წუთი.
ზოგჯერ მორცხვი ხარ და თან წითლდები. –
თითქოსდა მალავ გრძნობებს იმედით,
ხან მიზეზი ვარ შენი სიგიჟის
ხანაც ვარდი ხარ, ბასრი ეკლებით.
შენა ხარ ქალი! ქალი – ნამდვილი
და უძლეველი შენი სისუსტით
მე კი სანთელი ჩაუქრობელი
და ჩამომდნარი შენი სიტურფით.
შენ ზამთარიც ხარ, თოვლის ფანტელი,
ხან სურნელება მოგაქვს იების.
შენა ხარ ქალი! ქალი – ”შეშლილი.”
ასე შექმნილი ნებით განგების.