ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება

მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება, რომელიც ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით გადანაწილდება. პრიორიტეტებს კი თვითონ მოსახლეობა განსაზღვრავს.

 ხაბუმისთვის 52 000 ლარია გამოყოფილი. ადგილობრივებმა პრიორიტეტედ გარე განათების, სკვერების , სანიაღვრე არხების, საუბნო გზების,წისქვილებისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.

 ამ პროგრამის გარდა  დაგეგმილია შიდა გზების მოწესრიგება. უმნიშვნელოვანესია ხაბუმე – ჯუმითის ხიდის შენება და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები

 გარდა ამისა , დაგემილია სტიქიით დაზარალებულთა ფინანსური და მატერიალური მხარდაჭრა

შეხვედრებს ესწრებოდა  რწმუნებულის  მოადგილე ნუკრი ხასაია , რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი

Related posts

ცოტნე სორდია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ასპარეზობის პრიზიორია

კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს

გლოვის დღე საქართველოში