ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების რესურს-ცენტრში გაიმართა დისკუსია, რომელიც 1924 წლის აჯანყებას შეეხებოდა.

 „საერთაშორისო გამჭვირვალეობა- საქართველოს“ ზუგდიდის წარმომადგენლობის კოორდინატორი ბატონი არჩილ თოდუა მონაწილეებს ესაუბრა აჯანყების გენეზისზე, მის მიმდინარეობაზე სამეგრელოს რეგიონში, დაღუპულ და დახვრეტილ მამულიშვილებზე, ვინც ქვეყნის თავისუფლებას  შეეწირა.

მართალია ბოლშევიკებმა მოახერხეს აჯანყების ჩახშობა, თუმცა ასი წლის შემდეგაც კი მისი როლი განუზომლად მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კორნელია წურწუმიამ, პედაგოგებმა სოფო გოგოხიამ და მელორ ცქვიტაიამ, ჩხოროწყუს სკოლების მოსწავლეებმა

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში