გრძელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

სოფელ ხაბუმეში, ჟუღუს უბანში, 5 -კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით მიმდინარეობს.

აქტიურად გრძელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასოფელ ხაბუმეში, ჟუღუს უბანში, 5 -კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით მიმდინარეობს.

სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.პროექტის ბიუჯეტი 1 285 000 ლარს შეადგენს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. გზები იგება ისეთ სოფლებსა და უბნებში, სადაც ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზები მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების კუთხით. ყველა სოფელსა და უბანში ეტაპობრივად მოეწყობა გზები“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

Related posts

ცოტნე სორდია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ასპარეზობის პრიზიორია

კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს

გლოვის დღე საქართველოში