ფოტოკონკურსი ჩხოროწყუელებისთვის

მშვიდობისა და განვითარების აკადემია  „მშვიდობის კვირეულის“ ფარგლებში აცხადებს ფოტოკონკურსს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის. 

კვირეული ტარდება პროექტის “მშვიდობის ახალგაზრდა ელჩთა ფასილიტაცია აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო რეგიონსა და კავკასიაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდი CISU –  ს ფინანსური მხარდაჭერით და დანიურ ორგანიზაცია Crossing Borders –  თან პარტნიორობით.

პროექტი პარალელურად ხორციელდება სომხეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. 

საკონკურსო ფოტოები უნდა ასახავდეს კრეატიულ და საინტერესო კადრებს მშვიდობის თემატიკაზე


ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს 13-დან 29 წლამდე.


გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა დაგეგმილია  21 სექტემბერს, ქალაქ ჩხოროწყუში, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 

ფოტოკონკურის 3 გამარჯვებულს გამოავლენს მოწვეული ჟიური. 

გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან სიმბოლური საჩუქრებით და გადაეცემათ სერტიფიკატები

  • ფოტოს საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნელს. სურათის გამოქვეყნების შემთხვევაში, ფოტოგრაფი იტოვებს საავტორო უფლებებს, APD-ის  ეძლევა უფლება შეზღუდვებისა და ჰონორარის გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათი.
  • კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსში არ მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური კორექტირება – რეალური ფერების დასმა და სიმკვეთრის შესწორება, კადრირება.
  • ფოტო უნდა იყოს წარმოდგენილი JPG ფორმატში (.jpg ან .jpeg) და იყოს მინიმუმ 2000 პიქსელი (pxl). ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს (MB).

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში