ყველაფერი წინ მიდგას…..
ბებიასთან გატარებული საუკეთესო დღეები, პრობლემების დროს ჩემი სოფლის თანადგომა, ახალგაზრდული გართობა, სიგიჟეები, შრომა, მდინარე, ლამაზი
ნინო შენგელიას ფოტო
რამაზი ერთ-ერთი პირველი მხვდებოდა, თითქოს დეჟავუც მქონდა, მაგრამ არც ერთი წელი მეორეს მაინც არ გავდა. ყოველი ასეთი შეხვედრისას ჯერ ვიზრდებოდით, მერე უკვე ,,ვბერდებოდით,, ერთი წლით.
ხაბუმემ და ხაბუმელებმა სიყვარული მასწავლეს, რომ არა იქაურობა, მე სხვანაირი ადამიანი ვიქნებოდი. აკაკი წერეთლის ისტორიის არ იყოს, ქალაქელებმა ერთი წლით მაინც ბავშვები სოფელში უნდა გააგზავნონ. არა ბებიას მურაბის საჭმელად, საკუთარი სნობიზმის დასამარცხებლად, იმის გასაცნობიერებლად ადამიანები ერთმანეთზე მეტნი თუ რაღაცაში ვართ, იმ საქმეში მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია და არა უფლება.. ყველას ჩვენი მისია გვაქვს, თუმცა საბოლოო ჯამში, თანასწორები ვართ.რჩება მხოლოდ სახელი და ზუსტად ისაა მთავარი რა სახელით დაიწერება ადამიანთა მეხსიერებაში შენზე ეპიტაფია….
ვერ ვიტყვი ყველაფერი იდეალურია, მაგრამ ძალიან ლამაზია,, პოზიტივი ჩქეფს. დასევდიანდება, ძალიან დამაკლდება მეგობარი. ახლა მივხდი მის ,,ვიზიტებს,, რამხელა სითბო ქონდა. როცა აწმყოში ხარ, ამას არ უკვირდები, ჩახლართული ხარ საკუთარ მეში….. გაგიკვირდებათ და ახლა, ასეთ დროს უფრო ვგრძნობ რა ლამაზია ზოგჯერ თითოეული წამი, რომელიც მხოლოდ წლების მერე იძენს ხიბლს.
ცხოვრება გრძელდება, მე ვეცდები ჩხოროწყუს მაქსიმალური დრო დავუთმო. უკვე სხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ზრდასრული კაცის ინტერესებით, თუმცა ძველებურ აურაში,იგივე განწყობით.. იქ კიდევ ბევრია ადამიანები ვისაც ველი და მელის…..
2015 წელი