სამშაბათი, ოქტომბერი 3, 2023

RIP რამაზი

ავტორი chkhorotskuge

ყველაფერი წინ მიდგას…..

ბებიასთან გატარებული საუკეთესო დღეები, პრობლემების დროს ჩემი სოფლის თანადგომა, ახალგაზრდული გართობა, სიგიჟეები, შრომა, მდინარე, ლამაზი წუთები, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთი თვე გრძელდებოდა, ზოგჯერ რამდენიმე თვე, რამდენჯერმე მთელი წელიც კი

ნინო შენგელიას ფოტო

რამაზი ერთ-ერთი პირველი მხვდებოდა, თითქოს დეჟავუც მქონდა, მაგრამ არც ერთი წელი მეორეს მაინც არ გავდა. ყოველი ასეთი შეხვედრისას ჯერ ვიზრდებოდით, მერე უკვე ,,ვბერდებოდით,, ერთი წლით.

ხაბუმემ და ხაბუმელებმა სიყვარული მასწავლეს, რომ არა იქაურობა, მე სხვანაირი ადამიანი ვიქნებოდი. აკაკი წერეთლის ისტორიის არ იყოს, ქალაქელებმა ერთი წლით მაინც ბავშვები სოფელში უნდა გააგზავნონ. არა ბებიას მურაბის საჭმელად, საკუთარი სნობიზმის დასამარცხებლად, იმის გასაცნობიერებლად ადამიანები ერთმანეთზე მეტნი თუ რაღაცაში ვართ, იმ საქმეში მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია და არა უფლება.. ყველას ჩვენი მისია გვაქვს, თუმცა საბოლოო ჯამში, თანასწორები ვართ.რჩება მხოლოდ სახელი და ზუსტად ისაა მთავარი რა სახელით დაიწერება ადამიანთა მეხსიერებაში შენზე ეპიტაფია….

ვერ ვიტყვი ყველაფერი იდეალურია, მაგრამ ძალიან ლამაზია,, პოზიტივი ჩქეფს. დასევდიანდება, ძალიან დამაკლდება მეგობარი. ახლა მივხდი მის ,,ვიზიტებს,, რამხელა სითბო ქონდა. როცა აწმყოში ხარ, ამას არ უკვირდები, ჩახლართული ხარ საკუთარ მეში….. გაგიკვირდებათ და ახლა, ასეთ დროს უფრო ვგრძნობ რა ლამაზია ზოგჯერ თითოეული წამი, რომელიც მხოლოდ წლების მერე იძენს ხიბლს.

ცხოვრება გრძელდება, მე ვეცდები ჩხოროწყუს მაქსიმალური დრო დავუთმო. უკვე სხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ზრდასრული კაცის ინტერესებით, თუმცა ძველებურ აურაში,იგივე განწყობით.. იქ კიდევ ბევრია ადამიანები ვისაც ველი და მელის…..

2015 წელი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

CHKHOROTSKU.GE
ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00