ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრიდან სოფელ ქვედა ჩხოროწყუსა და ოჩხომურის უბნის გავლით, სოფელ ლესიჭინემდე, 7.კმ. მანძილზე საავტომობილო გზა ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტირდა .

ამ ეტაპზე, გზის გასწვრივ სანიაღვრე არხებისა და მოსაცდელების მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 3 5000 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოები უხლოეს პერიოდში დასრულდება.