ჩხოროწყუს ცენტრალური პარკი

This post is also available in: English (English)

ჩხოროწყუს ცენტრალური პარკი უკვე წლებია  ქალაქ ჩხოროწყუს მთავარი სავიზიტო ბარათი გახდა. აქ შეხვდებით პენსიონერებს, რომლებიც ერთმანეთს  ძველ ამბებზე ესაუბრებიან,   გამვლელ ტურისტებს და  ყველაზე მეტად კი  ახალგაზრდობას  იზიდავს.

ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში 10-დე ორნაკვთიანი გრინგკოს ხე ხარობს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ადგილობრივი დასუფთავების სამსახური  მათზე ყოველდღიურად ზრუნავს.  გამორჩეული სანახაობა შემოდგომით იცის. ამ დროს ადგილობრივი ბუნება ძალიან ლამაზია .

ლაფანი, ნეკერჩხალი უამრავი სახეობის მცენარე და ხე   აქაურობის ფერების მრავალფეროვნებას თავის შტრიხს უმატებს.  წლიდან წლამდე  ნერგების  და სახეობების ოდენობა იზრდება

პარკის ჩამოყალიბება  საუკუნის წინ დაიწყო.   ბევრი   ხე იმ პერიოდისაა. ოცდამეერთე საუკუნიდან   ტერიტორია შემოკავდა დღეს აქაურობას ემსახურება 6 თანამშრომელი, ყავს დაცვა, არსებობს სათვალთვალო კამერები. მალე დაიწყება ამორტიზირებული სკამების გამოცვლის პროცესი.

ბილიკები რამდენიმე  მცირე ნაწილად ყოფს

შადრევანი მოქმედებაში

 პარკში    განლაგებულია საქართველოს პირველი მფრინავის ბესარიონ ქებურიას საფლავი და ბიუსტი. აგრეთვე 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი, რომლის ავტორია  ახუთელი ხელოვანი დემურ ანთია.

ცენტრალური პარკის  ფრაგმენტი

პარკის მოწესრიგების პროცესში დიდი წვლილი შეაქვთ ლია გოგუას,ხათუნა მებონიას,  ბესო კვირკველიას,  გერმანე ფაცაციას, ვაჟა თოდუას

გამოყენებულია ნინო შენგელიას,სოსო ნაჭყებიას, ლევან გულუას, გიორგი ჩიქოვანის,  მუნიციპალიტეტიის მერიის სურათები.