მენჩურუა – კოლხური სახალისო შეჯიბრება

This post is also available in: English (English) Русский (Russian)

მენჩურუა (მიცურვა) სამეგრელოში გავრცელებული ტრადიციული ასპარეზობაა, რომელიც  რამდენიმე ათასწლეულის  წინ შეიქმნა და  ახალ ეპოქაში ზუმელი ჯანიკო ბასილაძეს წყალობით  დამკვიდრდა.

შეჯიბრების დროს  წყალში მოწინააღმდეგეს  უნდა აჯობო და მდინარის ზედაპირის ქვეშ მოაქციო.

“მენჩურუა” იმართება მდორე, ღრმა და სუფთა წყალში.

შეჯიბრების ადგილია სოფელი მუხური, ნაცხას ხიდის ქვეშ

2019 წელს ღონისძიება  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და სამეგრელოს ტურიზმის ორგანიზაციის (DMO) ხელშეწყობით ჩატარდა.

მენჩურუა 2011 წელს

შეჯიბრება რამდენიმე კატეგორიაში იმართება. იკრძალება წყლის განზრახ შესხმა, განზე გახტომა, გაქცევა, მაჯაში ხელის ჩავლება, ხელ-ფეხის ჩარტყმა, წელსა და სხეულზე ჩამოკიდება.  ასპარეზობას არბიტრები აკონტროლებენ.

აზარტული შეჯიბრება მაყურებელთა დიდ ინტერესს იწვევს