კაჭარავების დინასტია და მუსიკა თვითიზოლაციაში

This post is also available in: English (English) Русский (Russian)

ტყუპი ძმები კაჭარავები ჩხოროწყუს სახეს ქმნიან და იშვიათად ნახავთ ჩვენთან ისეთ ადამიანს, ვინც მათი შემოქმედების შესახებ არ სმენია.

2011 წელს სხვა ჩხოროწყუელ ნიჭიერებთან ერთად ირაკლი და გიორგიც წარდგნენ. ნამდვილი შოუც შედგა, რომელიც წლებია ქართველ თუ უცხოელ მსმენელებში დიდი მოწონებით სარგებლობს.

ტყუპი ძმები და ანსამბლი “ჩხოროწყუ” იმდენად საინტერესო თემაა. საუბარს აუცილებლად განვაგრძობთ, მაგრამ ამჯერად ჩვენი ყურადღების ქვეშ ირაკლი კაჭარავას ოჯახის ლამაზად შესრულებული სიმღერა მოექცა.

კაჭარავები დროებით თვითიზოლაციაში არიან და მიუხედავად იმისა, ჯამრთელობის პრობლემები არ აწუხებთ, წესებს იცავენ, რაც ამ პერიოდში ყველა ჩვენთაგანის ვალდებულებაა. ასე რომ სანერვიულო არაფერია ….. მით უფრო თვითიზოლაციის დრო უკვე იწურება .

საბიანა კაჭარავა და სოფო მასწავლებელი

გაიცანით, ეს გოგონა ამ ვიდეოს ერთ-ერთი  გმირი საბიანა კაჭარავაა. ის ამ სურათში სოფო მასწავლებელთანაა გადაღებული. საბი კაჭარავების ოჯახის მეხუთე წევრია და მუსიკალურ შესაძლებლობებთან ერთად მაღალი ერუდიციით, ლიტერატურის და ხელოვნების ცოდნით გამოირჩევა.

ირაკლის და გიორგის ოჯახებს კიდევ “ვეწვევით”. დარწმუნებული ვართ, ისინი საკუთარი შემოქმედებით თუ ნიჭით ბევრჯერ გაგვახარებენ.