ვალერიან ახალაია გვარების ძირი ხატებისა და ტრადიციული დღესასწაულების ისტორიასთან დაკავშირებით

This post is also available in: English (English) Русский (Russian)

რაიონში მცხოვრებ გვარებს გამოყოფილი ჰქონდათ თავიანთი ძირი ხატის წმინდა სალოცავი ადგილები, სადაც იკრიბებოდა მთელი გვარი, მოჰყავდათ საკლავი. ლოცვის შემდეგ ადგილებზე და ოჯახებში მასპინძლობდნენ სტუმრებს.

ვალერიან ახალაია

ხორავებმა ძირი ხატის ლოცვა  ყოველი აღგომის მომდევნო ორშაბათს იცოდნენ. მათ ლოცვა(„ხვამა“)  ოჩხომურის ეკლესიის  ტერიტორიაზე ჰქონდათ.

სიჭინავებმა კი-სამშაბათს „ნაოხვამუში“ სოფლის ცენტრთან ახლოს.

ახალაიები გვარის დღეობას ატარებდნენ აღდგომის  მომდევნო მეორე კვირას.

ლემონჯავები-აღდგომის მეორმოცე-მაცხოვრის ამაღლების დღეს, მაღლობზე საუკუნოვანი ცაცხვის ქვეშ. მათთან ერთად სხვა გვარებიც აღნიშნავდნენ. ოღონდ ცოტა სახეშეცვლილად.

თიაში, ნაოხვამეს ტერიტორიაზე  სოფლის ცენტრთან ახლოს  ყოველი წლის 23 ნომბერს  იმართებოდა გიორგობის დღესასწაული . თაიელები მას დღესაც არ ივიწყებენ.

  კარის ტერიტორიაზე მუხურში თოლორდავებს  გამოყოფილი ქონდათ საკუთარი ” ოხვამე”

მეორე მუხურში ბაძაღუები ბარბალობას ზეიმობდნენ.

მუხურშივე აღინიშნებოდა და დღესაც აღინიშნება  დიდი დღეობა „წაკურთხობა“-წყალკურთხევა.

ჭოღაში ბორცვია , რომელსაც შენგელიების უძველეს ნასალოცარს უწოდებდნენ. ისინი აქ 26 მაისს იკრიბებოდნენ. ხოლო მათი მეზობლების ძირი ხატის სალოცავი, საჯვაროს ტერიტორიაზე იყო.

ფირცხელავები ლეფირცხელეს უბანში ლოცულობდნენ, ნაფიჩხოვოში არსებულ „ნაოხვამურში ბერულავების ძირი ხატი იყო.

 მონგირში(საჟვანიო) ჟვანიები იკრიბებოდნენ ტილიფობაზე. ნაოხვამუ ადგილები დღესაც მოწიწებით შემონახულია კირცხში, ლეწურწუმეში, ახუთში , მოიდანახეში, ნაკიანში, ხაბუმეში და რიგ სხვა სოფლებში გვარის ხატის სალოცავი არა მარტო რაიონის ტერიტორიაზე, არამედ სხვა რეგიონებშიც მდებარეობს. მორწმუნენი დღესაც სალოცავად დადიან და გვარების შეკრებები ტარდება