მდინარე ღუნჯაზე სახიდე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

მდ. ღუნჯა   ხობისწყლის ერთ-ერთი დიდი შენაკადია და მისი სიგრძე დაახლოებით 20 კმ-ს შეადგენს.  ცნობილია ამ მდინარის ჩანჩქერები, რომელიც  ჩხოროწყუს ტურისტული განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

 ჰიდროელექტროსადგურ ,,ხობი–2″–ის მშენებლობის ფარგლებში მდინარე ღუნჯაზე   სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.  ხიდის სიგრძე 14, ხოლო სიგანე 7 მეტრი იქნება. სამუშაოებში ადგილობრივი მუშა ხელია დასაქმებული.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხიდის მშენებლობა მუხურის ტურისტულ შესაძლებობებს მკვეთრად გაზრდის