მუხურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია(საჩიქოვანო)

სოფლის ცენტრთან, ძველ სასაფლაოსთან მდებარეობს მეცხრამეტე საუკუნეში ( სხვა ვერსიით გვიან შუა საუკუნეებში ) აშენებული სამნავიანი  ბაზილიკის ფრაგმენტები , რომელშიც მსახურობდა მღვდელი ესტატე ბენდელიანი.

ეკლესია წმინდა გიორგის სახელის ყოფილა და ჩიქოვანების გვარს უკავშირდებოდა.

დაანგრიეს საბჭოთა პერიოდში.

 დამოუკიდებლობის შემდეგ გადაწყდა აშენებულიყო ახალი წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია