ჩხოროწყუს “სამეგრელო”-ში განახლების პროცესი დაიწყო

ჩხოროწყუს “სამეგრელოს” საკუთარი ისტორია აქვს. გამორჩეული პერიოდი კარლო ქაჯაიას სახელს უკავშირდება. სამწუხაროდ იყო დიდი ჩავარდნები და ერთი პერიოდი ჩხოროწყუში ფეხბურთი მთლიანად მოკვდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გუნდში სასიკეთო ცვლილებები დაიწყო. მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი სპეციალისტი ლევან ჯოხაძე მოვიდა

ლევან ჯოხაძე

ლევან ჯოხაძეს წინ კლუბში საქმიანობას სპორტული მედია დადებითად აფასებს. მეტიც, გაზეთი ლელო ტყიბულელთა სეზონს “სასწაულს” უწოდებს

მწვრთნელთან ერთად კლუბში მისი გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გადმოვიდა.

სიახლეების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტი fcsamegrelo.ge, რომელიც ჩვენი ხელშეწყობით მომზადდა.

განახლებული გუნდი

ამ ეტაპზე გუნდში მოწვეულები არიან როგორც გამოცდილი ფეხბურთელები, აგრეთვე ადგილობრივი ახალგაზრდა რამო გულუა

რამო გულუა

რამო 17 წლისაა და იმედია დიდ ფეხბურთში თავის სიტყვას იტყვის.

ჩვენ შემდგომშიც შევეცდებით საფეხბურთო სიახლეები შემოგთავაზოთ.