ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა – ,,ქართული ჩაის“ ფარგლებში, სოფელ თაიაში 15 ჰა ჩაის პლანტაციის გამოყვანა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტს კოოპერატივი ,,მეგრული ჩაი 2018“ ახორციელებს.

პროექტი ყოველ ჰექტარზე 2500 ლარის დაფინანსებას ითვალისწინებს, აქედან გრანტის სახით 2000 ლარია გათვალისწინებული.

კოოპერატივი ,,მეგრული ჩაის“ 2018 წელს გამოყვანილი აქვს 10 ჰა- ზე მეტი ჩაის პლანტაცია, რომელიც ამ ეტაპზე საკრეფ ფაზაშია. სეზონურად დასაქმებულია 30-მდე ადგილობრივი მოსახლეობა.

მომავალ წელს, პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივი ,,მეგრული ჩაი 2018“ ჩაის გადამამუშავებელ დანადგარებს მიიღებს.

ჩაის პლანტაციის გამოყვანა-გასხვლითი სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია ადგილზე გაეცნენ.