თამარ მეფის ქუჩაზე სანიაღვრე არხების გასუფთავებისა და ამოწმენდის პროცესი მიმდინარეობს

გამვლელების მიერ ნაგვის გადაყრა ქალაქს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. გაჭუჭყიანებულ სანიაღვრე არხებს ოპერატიული მიხედვა ესაჭიროება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს. ამ მომენტში მთავარი დატვირთვა თამარ მეფის ქუჩაზე მოდის . ცენტრის სხვადასხვა სამსახური აქტიურ სამუშაო რეჟიმშია. მობილიზირებულია ტექნიკა.