ნაჯაგუს ციხეების პირველი პერსონალური გაცნობა

This post is also available in: English (English) Русский (Russian)

მე და ნუგა გოგუა გარახას უბანს ვეწვიეთ. ჩემი შეცდომის გამო აპარატურა მზად არ აღმოჩნდა და მხოლოდ რამდენიმე სურათის გადაღება მოვახერხეთ. ნუგას ტელეფონმა გვიშველა და პატარა პირდაპირი ეთერიც გამოვიდა

ნაჯაგუ გარახას ადრინდელი ტოპონიმია. დღევანდელი ჩხოროწყუ ადრე ნაჯაგუს ნაწილი იყო., შემდეგ დაიწყო მისი განვითარება და ქალაქად ფორმირება

ნაჯაგუს ციხის შესახებ ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით . მსურველებს აღმართზე პატარა “გასეირნება” მოგიწევთ, მაგრამ იქ მისულებს ურიგო ხედები არ დაგვხდებათ, თუმცა ეკლებთან ბრძოლაც მოგიწევთ. შესაძლებელია პატარა პიკნიკი. სივრცე ამის შანსს იძლევა (მოვუაროთ ბუნებას!!!!)

ჯიხა

კონსტრუქცია გვიანდელი პერიოდის შთაბეჭდილებას აშკარად ტოვებს , თუმცა ადგილის სტრატეგიული მდებარეობა მის მნიშვნელობაზე მიგვითითებს, რაც უძველესი დროიდან უყურადღებოდ არ იქნებოდა.

შემდეგში კიდევ ვეწვევით ამ ადგილს. ნაჯაგუს ჯიხები ჩხოროწყუს განვითარების ისტორიისათვის საინტერესო ფურცელია.