მოძრაობა ქალაქში- ჩხოროწყუში მოხეტიალე მუსიკოსების ჩამოსვლა იგეგმება

6 თებერვალს, ჩხოროწყუში მოხეტიალე მუსიკოსების კონცერტი იგეგმება. შეგახსენებთ, ბექა არჩვაძესთან, საბა საფარელთან და სხვებთან ერთად ამ ჯგუფში ჩხოროწყუელი ირაკლი ჯიქიაცაა.

ბექა არჩვაძე, საბა საფარელი და ირაკლი ჯიქია

მუსიკოსების რეიტინგი ბოლო პერიოდში პიკს აღწევს. ბექას თითოეულ სტატუსს ათასობით მომხმარებელი იწონებს. ძალიან პოპულარულია ირაკლიც.

მუსიკოსების კონცერტები თბილისში ხშირად შეიძლება ნახოთ. მეტიც, სხვადასხვა ელიტარულ რესტორანში ბიჭები ყოველთვის სასურველი სტუმრები არიან. მჭიდრო გრაფიკის მიუხედავად, მათ ჩხოროწყუს მონახულებაც გადაწყვიტეს.

“აჭარული”, “უძრაობა ქალაქში” ამ მომენტისთვის მთავარი ჰიტებია. ასე რომ 6-ში ირაკლი და მისი მეგობრები ქალაქ ჩხოროწყუში ტრადიციულად საკუთარ, სპონტანურ შოუს წარმოგვიდგენენ.