დათო გოგუამ ჩხოროწყუს მერიის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა

ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა

რეგიონალური განვითარების  ფონდი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს   3 მილიონით აფინასებს.

პრიორიტეტებად დასახელდა  საგზაო ინფრასტრუქტურა,წყალმომარაგება და  ქალაქის ცენტრი.

მერის ინფორმაციით, 2012-2019 წლებში  სოფლად მისასასვლელი  გზები უკვე ძირითადში მოწესრიგდა.

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად მიმართულებებად დასახელდა:

  • ხაბუმე- ჭოღის სამ კილომეტრიანი გზის მოწესრიგება;
  • ლეტეშის უბანში 3 კმ-იანი მონაკვეთის  გზის დაგება;
  • 4 კმიანი ბეტონის საფარის დაგება სოფელ მეორე ჭოღაში;
  • ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში 4 კმ-იანი ახალი საფარი
  • ხანწკში 4კმ-იანი ახალი გზის საფარი ( 2020-2021 წლებისთვის)

წყალმომარაგება:

სოფელ მუხურში უკვე დაიხარჯა მილიონ ნახევარ ლარზე მეტი და სამუშაოები დასრულებულია

ლეწურწუმე

მუშაობა მიმდინარეობს საპერტაიოს უბანში. უზრუნველყოფილია: 60 ოჯახი. მათთვის შეიქმნა ახალი ქსელი.

იგეგმება

  • ლეწურწუმის ცენტრის წყალმომარაგება;
  • ეგიარზენის უბნის წყალმომარაგება.

სოფელ ნაფიჩხოვო

 ძველი ქსელის სრული რეაბილიტაცია, რომელიც კოროზირებული იყო და  მოსახლეობისთვის ხიფათს წარმოადგენდა.  არსებობს 24 საათიანი წყალმომარაგება 400 ოჯახისთვის.

ტურიზმი:

 მიმდინარეობს კვლევა. (გვალაშარა , შურუბუმუ, ღუნჯი, ტობავარჩხილი )

აშენდა რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო

შენდება სამი სასტუმრო მუხურში . მათი საერთო ღირებულებაა 14 მილიონი ლარი

სკოლები და ბაღები

2021წლისთვის  მუნიციპალიტეტის   ყველა სკოლა რეაბილიტირდება;

უკვე აშენდა 7 ახალი საბავშვო ბაღი;

17 საბავშვო ბაღი  ნაწილობრივ ან სრულად  რეაბილიტირებულია;

ბაღებში სამჯერადი კვება დაწესდა

 იგეგმება 4 ახალი ბაღის მშენებლობა

რეაბილიტირდება 8 ახალი საბავშვო  ბაღი

12 სკოლა რეაბილიტირდა

აშენდა ახალი სკოლა სოფელ კირცხში

შენდება  ახალი სკოლა  მოიდანახეში ( სოფელი ხაბუმე)