“ქართული დღეები” აზერბაიჯანში

2020 წლის 24 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ქალაქ ბაქოს ახალგაზრდების ჯგუფი სტუმრობდა საქართველოდან. 400 – მდე მოზარდის გამგზავრება აზერბაიჯანში უზრუნველყო ა(ა)იპ “დამოკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ”.


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერით პროექტში ჩართული და გამარჯვებული 5 ახალგაზრდა ჩხოროწყუელი გაემგზავრა, ასევე პროექტის ფარგლებში ქალაქ ბაქოში მიწვეული იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ქ- ნ ათინა წურწუმია.


საქართველოს წარმომადგენლები საქართველოს მეზობელი სახელმწიფოსა და სტრატეგიული პარტნიორის კულტურასა და ხელოვნებას გაეცნენ.26 იანვარს მათი მონაწილეობით ფართომაშტაბიანი საღამო – “ქართული დღეები აზერბაიჯანში” მოეწყო.


ღონისძიებას საქართველოს ელჩი ,ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის უახლოესი სტრატეგიული მეგობარია.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდებს!!!

მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაცია