ხაბუმეში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარება გაეწევა

ჩხოროწყუში კიდევ ერთი მაშტაბური ხანძარი დაფიქსირდა. ამჯერად ბაძაღუების ოჯახი დაზარალდა.

ადგილზე ოპერატიულად მივიდა საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, რომელმაც სინანული გამოთქვა მოხდარის გამო. დაზარალებულ ოჯახს კი სახელმწიფო დახმარებას გაუწევს.