გერონტი მამფორია 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

კარატის ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქე გერონტი მამფორიას 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელის სერტიფიკატი გადაეცა.

გერონტი მამფორია

კარატე ათეულობით წელია ჩხოროწყუში პოპულარულია. გერონტი მამფორიას აღზრდილებმა თვითონ ჩამოაყალიბეს საკუთარი ჯგუფები.

ჩხოროწყუელი სპორტსმენები სხვადასხვა ტურნირში წარმატებით გამოდიან.