ნატალია თორიამ და სადღესასწაულო ცენტრმა “ალექსანდრემ” პატარებს სიურპრიზი მოუწყვეს

ნატალია თორიას ინიციტივითა და ორგანიზირებით, სადღესასწაულო ცენტრ “ალექსანდრეში “  კარნავალის სახით  ბავშვებისთვის სასიამოვნო საღამო მოეწყო. ორგანიზირებაში უფროსკლასელებიც იყვნენ ჩართული და  წამყვანობაც მათ მოუწიათ.

კარნავალი მხიარული  გამოვიდა.  იყო შეჯიბრი, რომელსაც  კომპენტენტური ჟიური ყავდა ა;ექსანდრე შენგელიას, სოფო გოგოხიას და ნუგა გოგუას სახით.

ძირითადი ყურადღება ინგლისური ენის მნიშვნელობაზე გაკეთდა , თუმცა ამ ნომრებთან ერთად  წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ფოლკლორი.

სცენაზე მეგრელი მაიქლ ჯექსონიც კი ვიხილეთ. ფეიერვერკის შემდეგ  მოსწავლეები არ დაიშალნენ და იმპროვიზირებული დისკოთეკაც ვიხილეთ.

როგორც სადღესასწაულო ცენტრ „ალექსანდრეს“ მესვეურებმა გვითხრეს სიურპრიზები კიდევ იქნება.