ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმის საჯარო სკოლაში პროექტ „აღმოაჩინე ხაბუმეს“ პრეზენტაცია შედგა.

This post is also available in: English (English) Русский (Russian)

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  სოფელ  ხაბუმის საჯარო სკოლაში    პროექტ „აღმოაჩინე  ხაბუმეს“  პრეზენტაცია შედგა. ღონისძიების ინიციატორები ასოციაცია „ ბილიკი „ და „საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცე“  არიან“

პროექტის ფარგლებში გაიმართა ფოტოგრაფ  ნინო შენგელიას  გამოფენა. წარდგენილი იყო ახალგაზრდა ახუთელი შემოქმედის ხატია ბარგატიას
 ხელნაკეთი ნამუშევრები. მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ხელმძღვანელის მაკა სართანიას ხელშეწყობით დაიბეჭდა სოფელ ხაბუმის ამსახველი კალენდარი.

 მოსწავლეებმა  წარმოადგინეს პრეზენტაციები ისტორიისა და ტურიზმის თემაზე. საუბარი შეეხო  ე.წ მანუჩარის შტოს დადიანების ღვაწლზე საქართველოს წინაშე. კერძოდ, აღინიშნა სამსონ და იოსებ დადიანის  საქმიანობა

ღონისძიებას ესწრებოდნენ : სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელ დირექტორი ლევან წულაია, ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა,  ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა.

 შეხვედრაზე დაანონსდა მუნიციპალური  პროექტი „ აღმოაჩინე“ , რომლის ინიციატორები არიან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების რესურს-ცენტრთან არსებული მასწავლებელთა კლუბი და „საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცე“ . პროექტის მიზანი იქნება  როგორც წარსულის, აგრეთვე ყველა სოფლის და ქალაქის  ტურისტული პოტენციალის, საინტერესო ადგილების, ასწლოვანი  ხეების, ფოტოისტორიების აღმოჩენა.