შშმ პირთა საბავშვო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ქალაქ ჩხოროწყუში, გობეჩიას ქუჩის პირველ შესახვევში, ორგანიზაცია ,,მომავლის საწინდარმა” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი ოფიციალურად გახსნა, რომელიც არის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის დღის ცენტრების ქვეპროგრამა.

ცენტრი მოემსახურება 6- იდან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 14- მდე ბავშვს.

ორგანიზაციას ხელმძღვანელობს თინათინ ცირამუა.

პროექტის დონორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მხარდამჭერები არიან კოალიცია ,, სოციალური რეფორმებისათვის“ და ელიტ ელექტრონიქსი.